850
2013.01.18
2013 წლის 18 იანვარი
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო! საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა მართლამდიდებელს გილოცავთ დამდეგ ნათლისღების დღესასწაულს!
სამუშაო კვირის მიწურულს მოკლედ შევაჯამებთ განვლილ 5 დღეს. როგორც უკვე იცით ჩვენს ბიუროში სტაჟირებას 10 აქტიური, მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა გადის. მათ თეორიულ ლექციებს ჩვენი ადვოკატები უტარებენ. გასულ კვირაში ლექციები ძირითადად 4 საკითხს ეხებოდა: დავის საგანი, სახელმწიფო ბაჟი, სარჩელის უზრუნველყოფა და საპროცესო უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სტაჟიორებმა დაიწყეს კონკრეტული საქმეების მასალების გაცნობა და ჩვენს ადვოკატებთან ერთად სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
OK & CG–ის ადვოკატებისათვის გასული კვირა სხვა მხრივაც დატვირთული იყო. მათ 7 სხვადასხვა პროცესზე დაიცვეს ჩვენი კლიენტების ინტერესები.
კვირის განმავლობაში არაერთმა დაინტერესებულმა პირმა გაიარა უფასო იურიდიული კონსულტაცია როგორც პირადად ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმში სკაიპის myadvokat.ge–ს საშუალებით.