ყველაზე უცნაური სარჩელები1342 2013.02.05
ყველაზე უცნაური სარჩელები
მსოფლიოში უამრავი უცნაური ადამიანია, რომლებიც საკუთარ ახირებებს სხვადასხვა ფორმით ავლენენ და ხშირად ამ გზას ყურადღების მისაქცევად იყენებენ. ზოგიერთმა მათგანმა საზოგადოებას საკუთარი თავი სასამართლოში უცნაური სარჩელის შეტანით გააცნო. დღეს სწორედ რამდენიმე ასეთი სარჩელის შესახებ გიამბობთ. 2000 წელს კალიფორნიელმა სერფერმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა საკუთარი კოლეგის წინააღმდეგ. სერფერი ამტკიცებდა, რომ კოლეგამ მას, არც მეტი არც ნაკლები, "ტალღა მოპარა". სარჩელი წარმოებაში არ მიიღეს, რადგან სასამართლოს განმარტებით, შეუძლებელი იყო იმ ზარალის დადგენა, რაც სერფერმა მიიღო სხვის მიერ მისი "ტალღის მოპარვის" გამო. კიდევ უფრო დაუჯერებელი სარჩელი შეიტანა სასამართლოში 1995 წელს ქალბატონმა, რომელიც თანამშრომელთა წვეულებაზე დათვრა და დაიმტვრა. ასეთ მდგომარეობაში კი საჭეს მიუჯდა და სასამართლოსკენ გასწია. მან საკუთარ უფროსს უჩივლა იმის გამო, რომ მას, დამტვრეულს, საჭესთან დაჯდომის უფლება მისცა. როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს, მას სარჩელი დაუკმაყოფილეს და კომპანიისგან სამასი ათასი დოლარიც მიიღო კომპენსაციის სახით. ერთ–ერთმა ამერიკელმა 1997 წელს სახელი შეიცვალა დაJack Ass დაირქვა. მოგვიანებით კისარჩელი შეიტანა MTV-ის წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ ტელეკომპანიის გადაცემაJackass უკანონოდ იყენებდა მის სახელს. უცნაური ხასიათის მქონე მაყურებელმა უჩივლა ტელეკომპანიაNBC–ს.ტელეშოუ Tonight Show-ზე მიწვეულმა მაყურებელმა ტელეარხს უჩივლა, იმის გამო, რომ უფასო მაისური, რომელიც ზარბაზნიდან გამოიტყორცნა, მას თვალში მოხვდა.