ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებულებს აკრძალვები მოეხსნებათ782 2013.02.07
ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებულებს აკრძალვები მოეხსნებათ
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინციატივით 2013 წლის 27 თებერვლიდან დაიწყება ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებული იმ პირების უფლებების აღდგენა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები ან პატიმრები და რომელთაც არ შეხებიათ "კანონი ამნისტიის შესახებ". აკრძალვის მოხსნა შეეხება: ავტომობილის მართვის უფლებას, საქმიანობის წარმოების უფლებას, საარჩევნო უფლებას და სხვა. აღნიშნული კატეგორიის პირებს უფლება აქვთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც განიხილავს ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის საკითხს. მოქალაქემ, მისმა დამცველმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს კომისიას არაუგვიანეს 25 თებერვლისა მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 42. განცხადებასთან ერთად თან უნდა იქონიოს განაჩენის და პირადობის მოწმობის ასლი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა(5 ნარკოტიკულ საშუალებაზე: ამფეტამინზე, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, მეთადონზე, მორფინზე, ბუპრენორფინზე. საექსპერტო კვლევის ღირებულება შეადგენს 40 ლარს) ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.