2013 წლის 7 თებერვალი759 2013.02.07
2013 წლის 7 თებერვალი
მოგესალმებით ჩვენი ბიუროს მეგობრებო და ერთგულო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 7 თებერვალია, ტრადიციულად დატვირთული სამუშაო დღე. ჩვენს ბიუროში, როგორც ყოველთვის, დღესაც ხალხმრავლობა იყო – კონსულტაციები, კლიენტებთან შეხვედრები, ლექციები და ა.შ. საინტერესო პროცესი უნდა გამართულიყო დღეს რუსთავის სასამართლოში ჩვენი მარწმუნებლის საქმეზე, რომელიც ერთ–ერთ შპს–სა და მის პარტნიორს შორის საბუღალტრო დოკუმენტაციის შესახებ დავას ეხებოდა, თუმცა პროცესი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო გადაიდო. რაც შეეხებათ ჩვენს სტაჟიორებს, დღევანდელი დღე მათთვისაც დატვირთული იყო. მათ დღეს გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ ჩაუტარდათ ლექცია და რამდენიმე სასამართლო საქმის დოკუმენტაციასაც გაეცნენ.