1771
2013.02.11
სად და როგორ მივიღოთ შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობა
შრომითი სტაჟს დამადასტურებელი ცნობა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც საპენსიო ან სხვა სახის სოციალური სუბსიდიების მიღება სურს. ასეთ შემთხვევაში შრომითი სტაჟის დამდასტურებელმა ცნობამ შესაძლოა გაზარდოს სუბსიდიის რაოდენობა. საქართველოს თითოეული მოქალაქის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია თავმოყრილია ეროვნულ არქივში. არქივში დაცულიასახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები. თუმცა შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მისაღებად საჭიროა მიმართოთ იუსტიციის სახლს და თან იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობა;
იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
რაც შეეხება მომსახურების ტარიფებს. საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადაში გსურთ ცნობის მიღება და ორგანიზაციის რამდენი წლის დოკუმენტაციის მოძიება გსურთ. შესაბამისად მომსახურების საფასური ასე ნაწილდება: 1) ორგანიზაციის1-დან5წლამდედოკუმენტებისმოძიება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში- 8 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 11 ლარი. 2) ორგანიზაციის5-დან15წლამდედოკუმენტებისმოძიება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 15 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 21 ლარი. 3) ორგანიზაციის15დამეტიწლისდოკუმენტებისმოძიება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 30 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 42 ლარი.