2013 წლის 12 თებერვალი871 2013.02.12
2013 წლის 12 თებერვალი
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 12 თებერვალია, ჩვეულებრივი სამუშაო დღე. შესაბამისად, საადვოკატო ბიურო OK & CG –შიც ტრადიციული ხალხმრავლობა, უამრავი საქმიანი ზარი და არაერთი სტუმარი იყო. დღევანდელ სტუმრებს შორის იყვნენ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც, რომლებიც ბიუროს საქმიანი წინადადებით ეწვივნენ. საინტერესო საუბრის შედეგად ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ბიუროს შორის მომავალი თანამშრომლობის სავარაუდო ასპექტები დაისახა და ორივე მხარემ ამისათვის მზადყოფნა გამოთქვა. რაც შეეხებათ ჩვენს სტაჟიორებს, ისინი კვლავ აქტიურად ერთვებიან ბიუროს საქმიანობაში, ეცნობიან სხვადსახვა სასამართლო საქმეს და თეორიული ლექციების მოსმენასა და დისკუსიებში ჩართვასაც განაგრძობენ.