2013 წლის 15 თებერვალი1275 2013.02.15
2013 წლის 15 თებერვალი
მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 15 თებერვალია. საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ მირქმის დღესასწაულს. მირქმა ანუ მიგებება იესო ქრისტესი ერთ–ერთი უძველესი საუფლო დღესასწაულია. ის შობიდან მეორმეცე დღეს აღინიშნება, რადგან სწორედმეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მირქმის დღესასწაული განსაკუთრებული ზეიმით 544 წლიდან აღინიშნება, რადგან ბიზანტიაში საშინელი მიწისძვრისა და შავი ჭირის ეპიდემიის გამო ადამიანთა გარდაცვალება სწორედ მირქმის დღესთან დაკავშირებით ღამისთევის ლოცვებისა და ლიტანიობის შემდეგ შეწყდა. ამიტომაც ეკლესიამ განაჩინა, რომმირქმა (მიგებება) იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. დღესასწაულის მიუხედავად ჩვენი ბიუროსთვის დღეს ტრადიციული სამუშაო დღე იყო. სასამართლო პროცესები, იურიდიული კონსულტაციები და ა.შ თეორიული ლექცია ჩაუტარდათ სტაჟიორებსაც.