1745
2013.02.15
ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვითკანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა:
„ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ გამოწერა;
მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით 2013 წლის 25 თებერვლიდან იკრძალება არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილიწესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე მის ტრანსპორტირებამდე. დოკუმენტი იბეჭდება სამ ეგზემპლიარად. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
სააგენტო;
დაცული ტერიტორიების სააგენტო;
აჭარის სატყეო სააგენტო;
აფხაზეთის სატყეო სამმართველო;