ქეთევან გაჩეჩილაძე3410 2012.10.14
ქეთევან გაჩეჩილაძე
ადვოკატი ქეთევან გაჩეჩილაძე საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს ადვოკატი გახლავთ. მის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობითი სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სანოტარო სამართალი, ჯანდაცვის სამართალი. იგი 2010 წლიდან ჩვენი საადვოკატო ბიუროს, OK&CG–ს გუნდის წევრია. იგი გარდა საადვოკატო/იურიდიული საქმიანობისა ითავსებს ბიუროს დირექტორის, ბატონი ოთარის პირადი თანაშემწის ფუნქციას ბიუროს მართვისა და ადმინისტრირების სფეროში. ქეთევანმა 2011 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. 2011 წლიდან მან სწავლა განაგრძო საჯარო სამართლის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. საადვოკატო ბიუროში მუშაობის დაწყებამდე ქეთევანი გამოცდილებას აგროვებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და DPK consulting-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში „სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმების პროექტი“. მან პრაქტიკული და თეორიული კურსი გაიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში (კერძოდ, ნოტარიუს ნინო ხაბულიანის სანოტარო ბიუროში). პროფესიული ზრდის კუთხით ქეთევანი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში. ასევე იგი ფლობს არაერთ პროფესიული კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება საერთო სპეციალიზაციით. ქეთევანი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.