საადვოკატო ბიურო OK & CG–მ პრაქტიკანტები დააჯილდოვა1264 2013.02.16
საადვოკატო ბიურო OK & CG–მ პრაქტიკანტები დააჯილდოვა
დღეს საადვოკატო ბიურო OK & CG-მ პრაქტიკანტთა კიდევ ერთი ჯგუფი დააჯილდოვა. ბიურომ სერთიფიკატები გადასცა იმ რვა ახალგაზრდას, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსი პროექტში”სასამართლოში საქმისწარმოების შესწავლის ასპექტები”.  ჩვენი ბიუროს მიერ ორგანიზებული პროექტი გათვლილი იყო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და იურისტებისათვის. პროექტი მიზნად ისახავდა მათთვის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაში დახმარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეხუთე ნაკადი იყო და პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ შემდეგ მონაწილეებს:
  • ნათია ლუტიძე
  • ანა გორდეზიანი
  • თორნიკე ამილახვარი
  • თეა კაველიძე
  • თამუნა ზარიძე
  • თეონა სუდაძე
  • მერი კოპალეიშვილი
  • სალომე მიქავა
საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ ულოცავს თითოეულ მათგანს და წარმატებებს უსურვებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.