ვინ და როგორ აფინანსებს საავტომობილო გზების მოვლა–განვითარებას1444 2013.02.19
ვინ და როგორ აფინანსებს საავტომობილო გზების მოვლა–განვითარებას
საქართველოში საავტომობილო გზების მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს კანონი საავტომობილო გზების შესახებ. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ რომელიასაერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.საავტომობილოგზები თავისი დანიშნულებით ასევე იყოფა საერთო სარგებლობისა და საუწყებო გზებად.საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა-შენახვის სამუშაოებს. საუწყებო საავტომობილო გზებს მართავენ ამ გზების მესაკუთრეები ან სხვა ორგანოები, რომლებსაც ეს გზები ხელშეკრულებით აქვთ გადაცემული. რაც შეეხება საავტომობილო დეპარტამენტს, მას კანონი რამდენიმე მოვალეობას აკისრებს: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება; საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება. როგორც ვიცით, საგზაო სფეროს განვითარება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კანონი განსაზღვრავს მისი დაფინანსების წესებსაც.საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ისე სხვა წყაროებით. თუმცა კანონი არ აკონკრეტებს რა იგულისხმება სხვა წყაროებში. საუწყებო საავტომობილო გზების მოვლა-განვითარებას აფინანსებენ და ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნვეყოფენ ამ გზების მფლობელები. კანონით ნებადართულია საავტომობილო გზით სარგებლობაზე საფასურის დაწესება. თუმცასახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის დაწესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა.გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის.