ვიქტორია შანავა1422 2012.10.14
ვიქტორია შანავა
ადვოკატის თანაშემწე ვიქტორია შანავა საადვოკატო ბიურო „OK & CG”-ის თანამშრომელია. ის ასრულებს ადვოკატის თანაშემწის მოვალეობას, ასევე მისი მოვალეობაა საქმეთა აღრიცხვის წარმოება, სასამართლოს შესაბამის მოხელეებთან ურთიერთობა, კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება, საქმის მიმდინარეობის ასპექტებზე ინფორმაციის მოძიება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.ვიქტორიამ თავისი საქმიანობა ჩვენს ბიუროში 2012 წლის იანვარში დაიწყო. მან 2007 წელს დაამთავრა სულხან-საბა-ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მართვის ფაკულტეტი. ვიქტორიამ 2011 წელს დაამთავრა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2012 წლის 20 ივნისს მან ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით, რასთან დაკავშირებითაც გადაეცა სერთიფიკატი. ვიქტორია ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.