2013 წლის 19 თებერვალი805 2013.02.19
2013 წლის 19 თებერვალი
საღამო მშვიდობისა მეგობრებო! დღეს 2013 წლის 19 თებერვალია. საადვოკატო ბიურო OK & CG –ში დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. ჩვენს ადვოკატებს ორი სასამართლო პროცესი ჰქონდათ, რომელთაგან ერთი მოსასამრთლის გადაწყვეტილებით გადაიდო. მეორე, საოჯახო დავა კი სააპელაციო სასამართლოში ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ჩვენი ბიუროს სტაჟიორთა რიცხვს კიდევ ერთი შეემატა და უახლოეს დღეებში ისიც ჩაერთვება სწავლის პროცესში. აქვე გიამბობთ 19 თებერვალთან დაკავშირებული ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ. როგორც ცნობილია, 1878 წლის 19 თებერვალს მიიღო თომას ედისონმა პატენტი ფონოგრაფის გამოგონებაზე. ედისონმა ამ გამოგონებით საფუძველი ჩაუყარა დიქტოფონის, გრამოფონისა და პატეფონის შექმნას, რომლებიც მოგვიანებით ელექტრომექანიკურმა და მაგნიტურმა ჩამწერებმა შეცვალეს.