1667
2012.10.14
ეკატერინე მიქაძე
პიარ-მენეჯერი ეკატერინე მიქაძე საადვოკატო ბიურო OK & CG-ს პიარ მენეჯერია, რომელიც ასევე ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. მას განათლება ზოგადი სამართლმცოდნეობის სფეროში აქვს მიღებული ილიას უნივერსიტეტში. სწავლის გაგრძელებას კი მაგისტრატურაზე, ბიზნესის ადმინისტრირება–მენეჯმენტის განხრით აპირებს. ეკატერინე ჩვენს ბიუროში 2012 წლის მაისიდან მუშაობს. წერს სტატიებს სამართლებრივ საკითხებზე, ცდილობს მოიძიოს სფეროში მომხდარი ახალი ცვლილებები და სხვა საინტერესო ინფორმაცია, რაც ხალხმა უნდა იცოდეს სამართლის შესახებ. სწორედ ეკატერინე გახლავთ ჩვენს ბლოგზე - www.blogmyadvokat.ge განთავსებული არაერთი სტატიის ავტორი. მისი მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკატერინე ცდილობს მრავალფეროვნებაც შეიტანოს თავის საქმიანობაში და მძიმე სამართლებრივ საკითხებთან ერთად ზოგჯერ ხალხის გახალისებაზეც იზრუნოს. ამისთვის იგი იურიდიული კომპანიის მომხმარებლებს, და არა მარტო მათ, სოციალური ქსელების საშუალებით სთავაზობს საინტერესო ინფორმაციებს. ეკატერინე ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.