სოფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ834 2013.02.21
სოფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ
პარლამენტი მიმდინარე წელს მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაცსასოფლო დასახლება განისაზღვრება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სასოფლო დასახლებაში იფუნქციონირებს სოფლის კრება, აირჩევა კრების თავმჯდომარე და წარმომადგენელთა საბჭოები. 2013-2014 წლებში რეფორმის პირველი ეტაპის დასრულებამდე, სოფლის საერთო კრებებს და არჩევით პირებს ექნებათ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" და სხვა პროგრამების ფარგლებში სოფლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის და შემდგომი მონიტორინგის ფუნქცია. საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაანაცვლებენ დღეს მოქმედი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ რწმუნებულებს. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფუნქციები თვითმმართველობის სისტემაში იქნება ინტეგრირებული. აღნიშნული ორგანოები საბიუჯეტო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის კომპეტენციების აღსრულების პროცესში განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ და მუნიციპალიტეტისგან დელეგირებულ ფუნქციებს. საზოგადოებრივ თვითმმართველობას არ ექნება დამოუკიდებელი ბიუჯეტი, მას გადაეცემა მისთვის დელეგირებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ფულადი სახსრები. ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იქნება დასახლების საზოგადოებრივ თვითმმართველობას სარგებლობის უფლებით გადასცეს ცალკეული ქონება, მიწა და ბუნებრივი რესურსები. წყარო news.ge