სახელმწიფო თმის ვარცხნილობასაც აკონტროლებს1455 2013.02.25
სახელმწიფო თმის ვარცხნილობასაც აკონტროლებს
თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ ჩრდილოეთ კორეაში სპორტული ვარხცნილობის მქონე ქალის ნახვა. მიზეზი მარტივია, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს სანქციები დაუწესოს განსხვავებული ვარცხნილობისათვის. ხელისუფლების მიერ შემუშავებული იქნა ქალების 18 და მამაკაცების 10 სტილის ვარცხნილობა, რომლებიც ნებადართულია ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისათვის. განსხვავებული ვარცხნილობის გაკეთება დაუშვებელია და ძალიანაც რომ გინდოდეთ ადგილობრივი სტილისტები არ გაგიკეთებენ. კანონით დაშვებული ვარცხნილობების ფოტო ფხენიანის ყველა სალონის კედელზეა გაკრული. თმის ვარცხნილობით განასხვავებენ გასათხოვარ და გათხოვილ ქალბატონებსაც. გათხოვილი ქალები აწეულ ან მოკლედ შეჭრილ თმას ატარებენ, გასათხოვრები კი ამ მხრივ უფრო თავისუფლები არიან. რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათ ეკრძალებათ 5 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება და ვალდებულნი არიან თმა ყოველ 15 დღეში შეიჭრან. ქვეყანაში ამოქმედდა სპეციალური პროგრამა მათთვის, ვინც ატარებდა გრძელ თმას. როგორც პროგრამის ავტორები აცხადებენ, გრძელი თმა ძარცვავს ტვინს ენერგიისაგან. წყაროwww.dailymail.co.uk