2013 წლის 27 თებერვალი698 2013.02.27
2013 წლის 27 თებერვალი
საღამო მშვიდობისა! საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ მოგესალმებათ ჩვენს ერთგულ მეგობრებს. დღეს 2013 წლის 27 თებერვალია და სამუშაო კვირის ნახევარიც უკვე გავიდა. დღეს ჩვენს ადვოკატებს ორი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. ორივე პროცესი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ჩვენი ადვოკატები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი საქმის საბოლოო გადაწყვეტისადმი. 27 თებერვალი ისტორიაში ერთი საინტერესო მოვლენით შევიდა. სწორედ ამ დღეს, 2008 წელს, ევროკავშირმა კომპანია მაიკროსოფტი დააჯარიმა 899 მილიონი ევროთი. ევროპის ისტორიაში ეს იყო უმსხვილესი ანტიმონოპოლიური ჯარიმა ერთ კომპანიაზე.