830
2013.02.28
ძალადობის ფაქტები შშმ პირთა დაწესებულებებში
დღეს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც ომბუდსმენის ანგარიშიდან ირკვევა, თითქმის ყველა დაწესებულებაში გამოვლინდა არასათანადო მოპყრობის, ფიზიკური შეზღუდვისა დაფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურების შეზღუდვის ფაქტები. ანგარიშში საუბარია, რომ განსაკუთრებით მძიმე დარღვევები ფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის კუთხით.მათ შორის აღსანიშნავია ჰიდროცეფალიის დიაგნოზის მქონე ბავშვთათვის სამედიცინო ჩარევისა და პალიატიური ზრუნვის განხორციელებაზე უარის თქმა. ფაქტობრივად არც ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ეძლევა შესაძლებლობა განივითაროს ფუნქციური უნარები და დამოუკიდებელი ცხოვრების ჩვევები. შშმ პირებს არ აქვთ ასევე სამართლებრივი დახმარების, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. ისინი ვერ ახერხებენ კავშირის შენარჩუნებას ოჯახის წევრებთან. ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა დაწესებულების ბენეფიციართა მონათხრობები. ბენეფიციარები საუბრობენ, თუ როგორ ახორციელებენ მათზე ფიზიკურ ძალადობას დაწესებულების თანამშრომლები.ადგილი აქვს ასევე ბენეფიციარების შრომის გამოყენებასაც. სახალხო დამცველი ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დეისტიტუციონალიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.