მინი კაბები უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა2369 2013.03.06
მინი კაბები უსაფრთხოების მიზნით აიკრძალა
"გარკვეული სახის დანაშაულების" თავიდან ასაცილებლად მექსიკის ერთ–ერთი ქალაქის უსაფრთხოების სამმართველომ მინი კაბები აკრძალა, ხოლო ქალის სამოსში ჩაცმული მამაკაცებისათვის ჯარიმა დააწესა. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მინი ქვედაბოლოების და კაცებისათვის ქალის ტანსაცმლის აკრძალვა ხელს შეუწყობს მორალური და ზნეობრივი ნორმების შენარჩუნებას და, ასევე, მოხდება სხვადასხვა დანაშაულების პრევენცია. მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოკლექვედაბოლოებში ჩაცმული ქალები ეწევიან პროსტიტუციას, ახდენენ ჩხუბის პროვოცირებას და ზოგჯერ ერთგვარ "სატყუარად" გვევლინებიან გატაცებების დროს. ქალის სამოსში ჩაცმული მამაკაცები კი ხელს უშლიან საგამოძიებო პროცესებს, რადგან ასეთ შემთხვევაში რთულია მათი იდენტიფიცირება.გარდა ამისა, ასეთ ფორმაში ჩაცმულ მამაკაცებს თავისუფლად შეუძლიათ შევიდნენ ქალებისათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ საპირფარეშოებში. აღნიშნული აკრძალვების წინააღმდეგ გამოვიდნენ ადგილობრივი ლგბტ ორგანიზაციები. მათ საჩივარიც შეიტანესმექსიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში. მოძრაობის ლიდერების თქმით, ქალაქის ხელისუფლება მანამდეც ახდენდა ტრანსგენდერი მამაკაცების დისკრიმინაციას. წყაროwww.segodnya.ua