1388
2012.10.16
სტივენ უოლასის სასამართლოს მენეჯმენტის რვა ძირითადი წესი
სასამართლოებში განსახილველი საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე ხშირად იწელება დროში პროცესები, რაც იურისტებისა და მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.
პრობლემის მოსაგვარებლად სტივენ უოლასი გვთავაზობს სასამართლო მენეჯმენტის 8 ძირითად წესს. 1. სტივენ უოლასმა მოსამართლეებს მისცა რეკომენდაცია, აეყვანათ საუკეთესო თანაშემწე, რადგან მოსამართლის სამუშაო განრიგის სწორად შედგენა სწორედ თანაშემწეზეა დამოკიდებული. 2. დანიშნულ დროს პროცესის დაწყება. არავითარი დაგვიანება მოსამართლის მხრიდან, როდესაც ეს ხდება არასაპატიო მიზეზით. 3. პრიორიტეტების განსაზღვრა შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე. 4. სამუშაო საათებში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა. 5. ილაპარაკონ მინიმალურად სასამართლო პროცესის მსვლელობისას. 6. არ მისცენ ადვოკატებს უფლება პროცესი აქციონ ,,შოუდ" 7. მაქსიმალურად გაკონტროლდეს სხდომის გადადების მიზეზები და უნდა ამუშავდეს ბერკეტი, რომელიც მათ რიცხვს შეამცირებს. 8. არ გააჭიანუროს მოსამართლემ განაჩენის გამოტანის პროცესი და დროულად იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.