1628
2013.03.07
8 მარტი – ქალთა უფლებების დასაცავად
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. დღესდღეობით ეს დღე, ძირითადად, მილოცვებითა და საჩუქრებით აღინიშნება, თუმცა მისი წარმოშობის ისტორია არცთუ სასიამოვნო ფაქტებს უკავშირდება. ყველაფერი ჯერ კიდევ 1857 წელს დაიწყო. ნიუ–იორკის სამკერვალო ფაბრიკის ქალ–მუშათა გაფიცვის მიზეზი მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები გახდა. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე დღეს, 8 მარტს სწორედ ამ ქალებმა დაარსასეს პირველი პროფკავშირი. მომდევნო წლების განმავლობაში ამ დღეს კიდევ უფრო მეტი ქალი გამოდიოდა საკუთარი უფლებების დასაცავად. 1908 წლის 8 მარტს ნიუ–იორკის ქიჩებში 15 000 ქალი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰანგენში ჩატარდა ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია და დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე, რომლის ინიციატორიც გავლენიანი გერმანელი სოციალისტი, კლარა ცეტკინი გახლდათ. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა. საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა ქალბატონს გილოცავთ ამ დღეს! წარმატებებს გისურვებთ პირად და საქმიან ცხოვრებაში!