2013 წლის 11 მარტი768 2013.03.11
2013 წლის 11 მარტი
მოგესალმებით ჩვენო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 11 მარტია. საადვოკატო ბიურო OK & CG უქმეების შემდეგ კვლავ შეუდგა მუშაობას. ახალი სამუშაო კვირა ახალი შემართებით დაიწყო, რასაც ხელი სასიამოვნო ამინდმა და საგაზაფხულო განწყობამაც შეუწყო. სამუშაო კვირის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული გამოდგა. დღეს ჩვენს ადვოკატებს ორი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. ორივე პროცესი მოსამზადებელ ეტაპზე გადაიდო. თუმცა ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი ადვოკატების შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პროცესია ჩანიშნული ჩვენი ადვოკატების მონაწილეობით. საადვოკატო ბიურო OK & CG წარმატებულ სამუშაო კვირას უსურვებს ჩვენს ადვოკატებს და თითოეულ თქვენგანს.