8 წლის ბიჭმა ბაბუის საოცნებო ქალზე იქორწინა877 2013.03.12
8 წლის ბიჭმა ბაბუის საოცნებო ქალზე იქორწინა
ასეთი უცნაური შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხდა. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, 8 წლის ბიჭის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბაბუის ანდერძი აღმოჩნდა. 8 წლის სანელ მასილელამ ცოლად 61 წლის ელენე შაბანგუ მოიყვანა. როგორც აღმოჩნდა, ბიჭის ბაბუა წლების განმავლობაში იყო შეყვარებული ელენზე, მაგრამ მას არ ეყო გამბედაობა საყვარელი ქალისათვის ცოლობა ეთხოვა. გარდაცვალების წინ კი შვილიშვილს სთხოვა მისი ოცნების შესრულება. ადგილობრივი ტრადიციები მოითხოვს გარდაცვლილის სურვილის შესრულებას. ქორწილს დაახლოებით 100 ადამიანი დაესწრო. სტუმრებს შორის იყო პატარძლის ამჟამინდელი მეუღლეც, რომელმაც ახალი ოჯახი დალოცა კიდეც. პატარძალს უკვე ჰყავს 5 შვილი, რომელთაგან უფროსი 37 წლისაა. სალენი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან თავისი ასაკის შესაფერის ცოლს მოიყვანს. მანამდე კი ცხოვრების გაგრძელებას ჩვეულ რიტმში აპირებს და არც სწავლაზე უარის თქმას გეგმავს. მკაცრად გააკრიტიკეს სალენის დედა, რომელმაც ნება დართო არასრულწლოვან შვილს გადაედგა ასეთი სერიოზული ნაბიჯი. დედა ღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯს მხოლოდ სარიტუალო ხასიათი აქვს, მისი მიზანი გარდაცვლილის სულის დამშვიდებაა და არაფერი აქვს საერთო ბიჭის სამართლებრივ ვალდებულებებთან. როგორც ცნობილია, წყვილს ხელი არ მოუწერია სტანდარტული ფორმით და ცერემონიის შემდეგ საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. წყარო www.cursorinfo.co.il