თვითმკვლელობა თუ თვით მკვლელობა?3305 2012.10.16
თვითმკვლელობა თუ თვით მკვლელობა?
გასულ წლებთან შედარებით თვითმკვლელობის პროცენტულმა რაოდენობამ საქართველოში ზღვარს მიაღწია. მარტო 2010 წლის მონაცემებით მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით 26 ადამიანი გადახტა, რომელთა უმრავლესობამაც განზრახვა სისრულეში მოიყვანა. თვითმკვლელობა ან სუიციდი არის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირიადეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში, თვითმკვლელობაზე მოდის.დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება. მიუხედავად იმისა რომ მუდმივი დაპირისპირებებია სხვადასხვა რელიგიების იდეოლოგიებზე, თითქმის ყველა მათგანი თანხმდება ერთ რამეზე, რომ რელიგიური კუთხით, თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა. დღემდე პრობლემატურ კითხვად რჩება, რა აიძულებს ადამიანს მივიდეს იმ საბედისწერო შეცდომამდე, რასაც თვითმკვლელობა ჰქვია? სიცოცხლის უფლება დაცული და გარანტირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა თუ შიდასამართლებრივი კანონმდებლობით,თუმცა ჩემი აზრით ის მაინც ირღვევა არა კონკრეტული ადამიანების მხრიდან კონკრეტულ ადამიანებზე, არამედ არაპირდაპირ, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებით. სწორედ ჩვენ, საზოგადოება ხომ არ ვთამაშობთ დიდ როლს და ხომ არ ვუბიძგებთ გარშემომყოფთ საზოგადოებიდან გარიყვით თვითმკვლელობისაკენ? ჩვენ , საზოგადოება ხომ არ ვართ “თვით” მკვლელები?