პრობლემურ იპოთეკურ სესხებს სპეციალური ჯგუფი  აღრიცხავს1246 2013.03.12
პრობლემურ იპოთეკურ სესხებს სპეციალური ჯგუფი აღრიცხავს
იუსტიციის სამინისტროში იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის შეკრება გაიმართა.ჯგუფს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, აღსრულების ბიუროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეები. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა,აღირიცხება ყველა პრობლემური იპოთეკური სესხი და დადგინდება პრობლემის მასშტაბები, რის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი საკითხის მოგვარების შესაძლო მექანიზმებზე იმსჯელებს. პირველ რიგში, შემუშავდება კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც კერძო იპოთეკართან ხელშეკრულების გაფორმებისას მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს. დღევანდელ შეხევდრაზე ჯგუფის გაფართოების შესახებაც იმსჯელეს, მასში შევლენ როგორც საბანკო სექტორის ექპერტები, ისე - საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხები საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს აწუხებს, დიდია იმ ოჯახების რიცხვიც, რომელთაც უიმედო სესხების გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. იპოთეკის სამართალზე მომუშავე ჯგუფის მიზანი სწორედ ასეთი ოჯახების დახმარება, მდგომარეობის შემსუბუქებისათვის ოპტიმალური გზების მოძებნა და პრობლემური იპოთეკური სესხების პრევენციაა.