როგორ მოიპოვებს ავტორიზაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება894 2013.03.13
როგორ მოიპოვებს ავტორიზაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეცხრე თავში კოკნკრეტულადაა განსაზღვრული, თუ როგორ მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას. მაგრამ, პირველ რიგში, განვმარტოთ, რას ნიშნავს ავტორიზაცია და რატომაა უნივერსიტეტისათვის მისი მოპოვება მნიშვნელოვანი. ავტორიზაცია არისუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მიიღოს სტუდენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ავტორიზაციას ახორციელებსგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის საშუალებით და მისი ხანგრძლივობა 5 წელია. ავტორიზაციის მოსაპოვებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს სამი მიმართულებით უნდა აკმაყოფილებდეს: საგანმანათლებლო პროგრამები; მატერიალური რესურსი; ადამიანური რესურსი. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებსავტორიზაციის ყველა სტანდარტს.საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ავტორიზაციის ვადით. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს; სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.