945
2013.03.18
საღეჭი რეზინის გადაგდებაზე ჯარიმას შემოიღებენ
ქალაქის ტროტუარებზე მიკრულ საღეჭ რეზინებთან ბრძოლა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი, გლაზგოსა და მილტონ-კინსშიდაიწყეს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში საღეჭი რეზინის გადაგდებაზე ჯარიმის დაწესება გადაწყვიტეს, ფიქრობენ იმაზეც, რომთითოეულ შეძენილ საღეჭ რეზინზე გადასახადი დააკანონონ. შემოსული გადასახადი ასფალტის საღეჭი რეზინისაგან გასუფთავებას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ქუჩების საღეჭი რეზინისაგან გაწმენდას დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად150 მლნ ფუნტი სჭირდება. ბრიტანეთისათვის ეს პრობლემა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2004 წელს მთავრობამ ამ საკითხს 160 გვერდიანი მოხსენება მიუძღვნა. მთავრობის ინიციატივა მაშინთითოეული შეკვრა საღეჭი რეზინის სპეციალური ქაღალდით აღჭურვას ითვალისწინებდა. ამ ქაღალდში შესაძლებელი იქნებოდა საღეჭი რეზინის გახვევა. 2009 წელს კი სხვაგვარი გამოსავალი მოძებნეს და მას შემდეგ ბრიტანეთში შესაძლებელი გახდა ისეთი საღეჭი რეზინის ყიდვა, რომელიც ტროტუარსა და ტანსაცმელს არ ეკრობა. მსგავსი პრობლემა არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც აქტუალურია. თუმცა საეჭვოა, რომ საქართველოში საზოგადოებისათვის მისაღები აღმოჩნდეს მსგავსი კანონი. წყარო www.ambebi.ge