336 მილიონი აბორტი 40 წლის განმავლობაში795 2013.03.19
336 მილიონი აბორტი 40 წლის განმავლობაში
როგორც ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრო აცხადებს, ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვეყანაში 336 მილიონი აბორტი გაკეთდა. ჩინეთში 1971 წლიდან მოყოლებული მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რათა ოჯახებმა ნაკლები შვილი იყოლიონ. მთავრობის განცხადებით, ოჯახის დაგეგმვისათვის შეზღუდვების დაწესების გარეშე ქვეყნის მოსახლეობა 30%–ით გაიზრდება. ოფიციალური სტატისტიკით, 1971 წლიდან მოყოლებული, აბორტების გარდა, სტერილიზაცია გაუკეთდა 196 მილიონ ქალსა და მამაკაცს. როგორც ცნობილია, ჩინეთში მოქმედებს "ერთი ბავშვის პოლიტიკის" კანონი, რომელიც 1979 წელს მიიღეს და ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს აეკრძალათ ერთ ბავშვზე მეტის ყოლა. კანონი გამონაკლისებს უშვებს სოფელში მცხოვრებთათვის, ეთნიკური უმცირესობებისა და დედისერთა წყვილებისათვის. კანონდამრღვევებს შესაბამისი ჯარიმის გადახდა უწევთ. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც სისტემაში სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ კანონს "მკაცრი აღსრულების მეთოდების" გამო ეწინააღმდეგებიან. ჩინეთში მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა 2010 წელს ჩატარდა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არა შეზღუდვის პოლიტიკა, ჩინეთის მოსახლეობა 400 მილიონით მეტი იქნებოდა. წყაროwww.aljazeera.com