2013 წლის 27 მარტი868 2013.03.27
2013 წლის 27 მარტი
მოგესალმებით! დღს 2013 წლის 27 მარტია, ოთხშაბათი და, შესაბამისად სამუშაო კვირის შუა. დღევანდელი დღე საადვოკაოტო ბიურო OK & CG–ისთვის მართლაც დატვირთული გამოდგა. ჩვენი ბიუროს ადვოკატებს დღეს ოთხი სასამართლო პროცესი ჰქონდათ, მათ შორის ორი ახალციხის რაიონულ სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არცერთ მათგანზე არ გამოუტანია სასამართლოს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ დავები ჩვენი მარწმუნებლების სასარგებლოდ გადაწყდება. სასამართლო პროცესებით დატვირთული განრიგის მიუხედავად, არაერთ დაინტერესებულ პირს გაეწია იურიდიული კონსულტაცია როგორც ოფისში, ასევე ფორუმისა და სკაიპის myadvokat.ge–ის საშუალებით. ტრადიციულ რეჟიმში ჩაუტარდათ ლექციები ბიუროს სტაჟიორებსაც.