სად გადის ზღვარი საჯარო და საიდუმლო ინფორმაციას შორის726 2013.03.28
სად გადის ზღვარი საჯარო და საიდუმლო ინფორმაციას შორის
საჯარო ინფორმაციის მოპოვება საქართველოს კონსტიტუციით ადამიანისათვის მინიჭებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა, თუმცა ეს უფლება გარკვეულწილად შეიძლება შეიზღუდოს სხვადასხვა შემთხვევებში. რას მოიცავს საჯარო ინფორმაცია და რა შემთხვევებში შეიძლება ეთქვას უარი მოქალაქეს ინფორმაციის მიღებაზე? სად გადის ზღვარი საჯარო და საიდუმლო ინფორმაციას შორის? – სწორედ ამ საკითხებს ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, მარიამ კვარაცხელიას ნაშრომი "ქართული კანონმდებლობით დადგენილი ზღვარი საჯარო ინფორმაციასა და საიდუმლო ინფორმაციას შორის". აღნიშნულ ნაშრომს წარმოგიდგენთ იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა თუ პრაქტიკოსი იურისტების სამეცნიერო ნაშრომების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას ჩვენი ბიუროს ბლოგის საშუალებით. ნაშრომის სანახავად მიყევით ბმულს >>ზღვარი საჯარო ინფორმაციასა და საიდუმლო ინფორმაციას შორის