819
2013.03.29
მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მუყაოს პოლიციელები იზრუნებენ
ისინი მუშაობენ კვირაში შვიდი დღე, შესვენების გარეშე, ნებისმიერ ამინდში, არ იღებენ ქრთამს და, რაც მთავარია, არ ითხოვენ ანაზღაურებას. ისინი ინდოეთის ქალაქ ბენგალურუს მუყაოს პოლიციელები არიან და ადგილობრივ მაცხოვრებლებს თვალს ადევნებენ. ქალაქში დიდი ხანია პრობლემად იქცა ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული დარღვევები. მკვეთრად მოიმატა საგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ. ადგილობრივი მძღოლები არ იცავენ მოძრაობის წესებს და როდესაც ხედავენ, რომ ახლო–მახლო პოლიციელი არ იმყოფება, ძალიან მცირე მანძილზეც ცდილობენ მოხვევას. როგორც გაირკვა, გზების სრულად გასაკონტროლებლად ქალაქს მინიმუმ 6 000 პოლიციელი სჭირდება, მათ კი მხოლოდ 3 000 ჰყავთ. ამიტომაც ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა მუყაოსაგან დაემზადებინათ პოლიციელის მსგავსი ბილბორდები, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილ პოლიციელს. მუყაოს ბილბორდები გზის გასწვრივ არის განთავსებული და შორიდან ნამდვილისაგან გარჩევა საკმაოდ რთულია. პოლიციელებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ეს მეთოდი მთლიანად აღმოფხვრის პრობლემას, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკვე დადებითად მუშაობს. მძღოლებიც აღიარებდნენ, რომ ხშირად ტყუვდებოდნენ და სიჩქარეს ანელებდნენ. მაგრამ საეჭვოა, რამდენად დიდხანს გაგრძელდება მსგავსი ეფექტი, რადგან, როგორც გაირკვა ერთი მუყაოს "პოლიციელი" უკვე მოიპარეს. თუმცა ამ ინციდენტის გამო ექსპერიმენტის შეწყვეტას არ აპირებენ.
წყაროwww.odditycentral.com