მესტიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა2851 2012.10.17
მესტიაში იუსტიციის სახლი გაიხსნა
2011 წლის 13 სექტემბერს, იუსტიციის სახლი მესტიაში გაიხსნა. საქართველოში რიგით მესამე იუსტიციის სახლი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. მესტიის იუსტიციის სახლის შენობა ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მეიერმა დააპროექტა. მესტიის იუსტიციის სახლში სვანეთის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სერვისები, იუსტიციის სახლის სხვა სერვისები, აქვე იქნება ქორწინების სახლი და იმავე შენობაში განთავსდება მესტიის რაიონული პროკურატურაც.