მართვის მოწმობის ტარება საქართველოში სავალდებულო აღარ არის1817 2012.10.17
მართვის მოწმობის ტარება საქართველოში სავალდებულო აღარ არის
მართვის მოწმობის ტარება საქართველოში სავალდებულო აღარ იქნება შსს სამინისტრომ ყველა ის საჯარიმო სანქცია გააუქმა, რომლის გადახდაც მძღოლს იმ შემთხვევაში ემუქრებოდა თუ მანქანის მართვის დროს მოწმობა თან არ ჰქონდა. 15 ლარიანი საჯარიმო სანქციის გარდა, გაუქმებულია ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის წესიც. დღემდე მოქმედი კანონით თუ მძღოლს თან არჰქონდა მართვის მოწმობა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაჰყავდათ. ცვლილებები კანონში მართვის მოწმობის ტარების შესახებ უკვე ძალაშია და საქართველო ამ ცვლილებებით ხდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც მძღოლებს შეუძლიათ, რომ თან არ იქონიონ მართვის მოწმობა. როგორც შსს მინისტრმა განაცხადა, ეს არის იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი რომელიც სისტემაში ტარდება. წყარო: ახალი ამბების სააგენტოს GHN