ქუთაისში იუსტიციის სახლი გაიხსნა1559 2012.10.17
ქუთაისში იუსტიციის სახლი გაიხსნა
2011 წლის 4 ოქტემბერს, ქ. ქუთაისში იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე – საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ქ. ქუთაისის მაცხოვრებლები. ქუთაისის იუსტიციის სახლის შენობა, რუსთავის იუსტიციის სახლის მსგავსად, მთლიანად ქართული პროდუქტია – მის არქიტექტურასა და დიზაინზე კომპანია „მაგისტილმა” იმუშავა, ინტერიერის დიზაინი კი, ბათუმის, რუსთავისა და მესტიის იუსტიციის სახლების მსგავსად, ამერიკულ კომპანია „სენტეოს” ეკუთვნის. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო, მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი თანამშრომლები მომხმარებელთა თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფენ.