როგორ გაიყიდა ნიუ–იორკის ღირსშესანიშნაობები და ეიფელის კოშკი2782 2013.04.12
როგორ გაიყიდა ნიუ–იორკის ღირსშესანიშნაობები და ეიფელის კოშკი
მსოფლიოს ისტორია არაერთი ადამიანის სახელს ინახავს, რომლებიც დიდ ტყუილებთან ასოცირდება. თუმცა რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებული აფიორებით დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ფურცლებზე. ერთ–ერთი უდიდესი აფერისტი ჯორჯ პარჯერი გახლდათ, რომელმაც ნიუ–იორკისღირსშესანიშნაობების გაყიდვით იშოვა ფული. ტურისტებს მისი “დახლიდან” შეეძლოთ აერჩიათ ისეთი ობიექტები როგორებიცაა : თავისუფლების ქანდაკება, ბრუკლინის ხიდი, გრანტის სამარხი და მედისონის ბაღი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარკერმა ეს ყველაფერი არა ერთხელ, არამედ რამდენიმეჯერ გაყიდა. მისი საყვარელი ობიექტი ბრუკლინის ხიდი იყო, რომელსაც კვირაში ორჯერ ყიდდა ორი წლის განმავლობაში, ამასთან მყიდველებს არწმუნებდა, თუ როგორ დიდ მოგებას ნახავდნენ ხიდზე გამშვებ-შემშვები პუნქტის დაყენებით. როგორც ჩანს ეს რჩევა რამდენიმე “ჭკვიანმა” მყიდველა გაითვალისწინა, რადგან პოლიციას ორი წლის განმავლობაში, რეგულარულად უხდებოდა გამშვები პუნქტების მშენებლობის შეჩერება. რა თქმა უნდა, ყველაფერს დამადასტურებელი მოწმობა სჭირდებოდა, მაგრამ ეს პარკერისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. მან გააყალბა დოკუმენტები, სადაც იგი მოიხსენიებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მე-18 პრეზიდენტის შვილიშვილად, შესაბამისად გრანტის სამარხის მემკვიდრედ და მფლობელად. ჯორჯ პარკერი 3-ჯერ იქნა გასამართლებული აფერისტობისთვის და მე-3 სასამართლოზე მას შეუფარდეს უვადო პატიმრობა. სხვათაშორის იგი ყველაზე საყვარელი პატიმარი იყო მცველებისთვის, რადგან ისინი არ იწყენდნენ პარკერის ამბების მოსმენით. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა აფერისტმა 8 წელი გაატარა საპყრობილეში და გისოსების მიღმა დაიღუპა. არანაკლებ საინტერესოავიქტორ ლასტიგის აფიორა, რომელმაც ეიფელის კოშკი გაყიდა. ლასტიგმა მაშინდელი პარიზის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში დაიბარა 6 ბიზნესმენი. მან თავი წარმოადგინა როგორც ფოსტებისა და ტელეგრამების დეპარტამენტის უფროსი. ვიქტორმა ბიზნესმენებთან საუბარი მათი მოთაფლვით დაიწყო და უთხრა რომ ისინი შეირჩნენ თავიანთი მაღალი რეპუტაციისა და პატიოსანი მოღვაწეობის გამო. როდესაც საუბარი საქმეზე მიდგა, ლასტიგმა ეიფელის კოშკის გაყიდვის მიზეზად მისი შენახვის სიძვირე გამოაცხადა. ბიზნესმენებს თვალწინ წარმოუდგათ თავისი თავი ლეგენდარული შენობის მეპატრონეთ და დაინახეს ის პერსპექტივა, რასაც ეიფელის კოშკი სთავაზობდა მათ. როდესაც ბიზნესმენებმა სული მოითქვეს, ადგილზევე ჩამოყალიბდა ერთგვარი აუქციონი რის შედეგადაც ლასტიგმა თავისი აფიორისგან მაქსიმუმი მიიღო. გამარჯვებულ ბიზნესმენს ბევრი არ დაუყოვნებია და “დამსახურებული” თანხა მფლობელს გადასცა. როდესაც ყველაფერი გაირკვა ლასტიგი და მისი თანაშემწე რობერტ არტურ ტურბილონი მატარებელში ისხდნენ და ვენისკენ მიემართებოდნენ. რამოდენიმე წლის შემდეგ ლასტიგმა კიდევ სცადა იგივე აფიორის განხორციელება, მაგრამ ამჯერად მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ჭკვიანი აღმოჩნდა და პოლიციას უამბო ყველაფერი, ვიქტორ ლასტიგი დაჭერას გადაურჩა და გადაიხვეწა. მის სახელს უკავშირდება ტყუილი ფულის საბეჭდ მანქანებთან დაკავშირებითაც. იგი აწყობდა მანქანის პრეზენტაციას, რომელსაც მართლაც შეეძლო დღეში 1000 დოლარის დაბეჭდვა. ამ ფაქტის მომსწრე ბიზნესმენები მაშინვე ყიდულობდნენ მას 30 000 დოლარად. მაგრამ რა თქნა მათაც იმედგაცრუება ელოდათ იმიტომ, რომ ზემოთხსენებული მანქანა კუპიურებს მხოლოდ 2-3 დღე იძლეოდა, შემდეგ კი მისგან მხოლოდ მართკუთხედ ფურცლებს თუ მიიღებდნენ. მომზადებულია ვებ–გვერდის ucnauri.com მიხედვით