2013 წლის 12 აპრილი791 2013.04.12
2013 წლის 12 აპრილი
საღამო მშვიდობის ჩვენო ერთგულო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 12 აპრილია, პარასკევი დღე. საადვოკატო ბიურო OK & CG თქვენთან ერთად შეაჯამებს განვლილ სამუშაო კვირას. გასული კვირა ჩვენი ადვოკატებისათვის სასამართლო პროცესებით დატვირთული აღმოჩნდა. დასვენების დღის მიუხედავად, მათ შვიდ სასამართლო პროცესზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლის ინტერესები. მათ შორის რამდენიმე პროცესი რეგიონებში გაიმართა. რაც შეეხებათ სტაჟიორებს, მათთვის განვლილი კვირა სიახლეებით გამოირჩეოდა. როგორც მოგახსენეთ, სტაჟიორები თეორიული ლექციებიდან პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავიდნენ. კვირის განმავლობაში ისინი სხვადასხვა სასამართლო პროცესს დაესწრნენ. კვირის ბოლოს კი ჩვენს ადვოკატებთან ერთად განიხილეს თითოეული მათგანი და საკუთარი მოსაზრებებიც წარმოადგინეს. აღნიშნული პროცესი მათთვის საკმაოდ დამღლელი, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა. საადვოკატო ბიურო OK & CG სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!