GOOGLE–ი მომხმარებლებს "ციფრული მემკვიდრის" დასახელებას სთავაზობს818 2013.04.16
GOOGLE–ი მომხმარებლებს "ციფრული მემკვიდრის" დასახელებას სთავაზობს

Google–ი გახდა პირველი ინტერნეტ კომპანია, რომელიც დააყენებს საკუთარი მომხმარებლების მონაცემთა კონტროლის საკითხს მათი გარდაცვალების შემდეგ. კომპანიამ გამოაქვეყნა მართვის დაფაGmail, Google + ,cloud storage Drive, Picasa albums, YouTube და სხვა სერვისების მომხმარებლებისათვის. აღნიშნული მართვის დაფა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს თავად გადაწყვიტონ, რა ბედი ეწიოთ მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებს გარდაცვალების ან ხანგრძლივი უმოქმედობის შემთხვევაში. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი მონაცემების წაშლა 3, 6, 9 ან 12 თვის უმოქმედობის შემთხვევაში ან გადასცეს საკუთარი ანგარიშის მონაცემები სხვა ერთ ან რამდენიმე პიროვნებას. მოხმარებლის მიერ დასახელებული პიროვნებები გახდებიან "Google მემკვიდრეები". კოპანიის წარმომადგენლები ამ გზით ცდილობენ დაიცვან საკუთარი მომხმარებლების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და გაუადვილონ მის ახლობლებს ცხოვრება პიროვნების "წასვლის" შემდეგ. პიროვნების სიცოცხლის განმავლობაში მისი ციფრული საკუთრების ხელშეუხებლობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ამ საკითხმა, შესაძლოა, არაერთი სამართლებრივი და ემოციური პრობლემები წარმოშვას. ჯერჯერობით, ინტერნეტ სერვისების უმრავლესობა არ აძლევს მომხმარებელს საშუალებას დარეგისტრირდეს სხვა მომხმარებელთან ერთად და ერთობლივად აკონტროლონ ანგარიში, თუ მათ ამის სურვილი აქვთ. ამიტომ მოხმარებლის გარდაცვალების შემდეგ მისი მონაცემების კონტროლისათვის ყველა კომპანია სხვადასხვა გზას მიმართავს. მაგალითად,Facebook–ი მოითხოვს გარდაცვლილის ანგარიშის გათიშვას ან "უკვდავყოფას" ისე, რომ სხვას არ ექნება საშუალება გამოიყენოს მისი ინფორმაცია. Google-ის ახალი იდეა არ იძლევა საშუალებას "მემკვიდრემ" მთლიანად გააკონტროლოს ანგარიში. ის მიიღებს მხოლოდ მონაცემებს. "მემკვიდრეს" არ შეეძლება, მაგალითადGmail–დან შეტყობინების გაგზავნა ანGoogle+ –ის ანგარიშზე ცვლილებების განხორციელება.