ნასამართლეობის მოხსნის პროცედურა მარტივდება1554 2013.04.17
ნასამართლეობის მოხსნის პროცედურა მარტივდება
ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული პროცედურა მარტივდება. კერძოდ, ნასამართლეობის მოხსნაზე სასამართლოსგან უარის მიღების შემთხვევაში, პირს შუამდგომლობის ხელახლა დაყენება სამი თვის შემდეგ შეეძლება, ნაცვლად ექვსი თვისა. ნასამართლეობის მოხსნაზე შუამდგომლობის ხელახლა დაყენების ვადის ექვსიდან სამ თვემდე შემცირების ინიციატივით, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტით პარლამენტს დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა. “აღნიშნული ღონისძიებები იმ მიზნით ხორციელდება, რომ მოსახლეობამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მიიღოს მონაწილეობა. პირის ნასამართლეობა კი ის დამაბრკოლებელი გარემოებაა, რაც მოქალაქეთა დასაქმებაში ხშირ შემთხვევაში შეფერხებებს იწვევს. გამომდინარე აქედან, საჭიროა ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება, რათა ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილ ნასამართლევ პირებს საშუალება მიეცეთ თავისუფლად ჩაებან ყოვედღიურ საქმიანობაში, არჩინონ ოჯახები და გადაიხადონ გადასახადები”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. წყარო epn.ge