2013 წლის 17 აპრილი852 2013.04.17
2013 წლის 17 აპრილი
საღამო მშვიდობის ჩვენო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 17 აპრილია. საადვოკატო ბიურო OK & CG ჩვეულ რეჟიმში აგრძლებეს თავის სამუშაო კვირას. უფასო იურდიული კონსულტაციის მიღების მსურველები კვლავ მრავლად სტუმრობენ ცვენს ოფისს. ასევე აქტიურად განაგრძობს მუშაობას სკაიპიც myadvokat.ge. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამუშაო კვირის მხოლოდ ნახევარი გავიდა, ჩვენმა ადვოკატებმა უკვე მოასწრეს რამდენიმე სასამართლო პროცესზე ჩვენი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა. ერთ–ერთ საქმეზე, რომელიც განქორწინებას და საერთო ქონების გაყოფას ეხებოდა, სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ჩვენი მარწმუნებლის ინტერესები გაითვალისწინა. სტაჟიორებმა კი უკვე დაიწყეს სარჩელის წერაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა. თავიანთ საქმეს საკმაოდ წარმატებულად ართმევენ თავს და ადვოკატების მოწონებას იმსახურებენ.