მე–20 საუკუნის უდიდესი თაღლითი 10 მილიონი დოლარით1069 2013.04.18
მე–20 საუკუნის უდიდესი თაღლითი 10 მილიონი დოლარით
მეოცე საუკუნის ერთ–ერთ უდიდეს თაღლითად იტალიელი ჩარლზ პონცი ითვლება, რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილი "პონცის სქემა". აღნიშნული სქემა ინვესტორების მოსატყუებლად შეიქმნა. ჩარლზ პონცი 1882 წელს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. ახალგაზრდობა იტალიაში გაატარა, ხოლო 1903 წელს კი შეერთებულ შტატებში წავიდა საცხოვრებლად. სწორედ შტატებში დაიწყო მან საკუთარი "ნიჭის" გამოვლენა და ტყუილებითა და სკანდალებით სავსე ცხოვრება. 1919 წლის 26 დეკემბერს პონციმ დაარეგისტრირა ფირმა The Security Exchange Company. ის ინვესტორებს პირდებოდა რომ 45 დღეში 50%-იან სარგებელს გადაუხდიდა მათ, ხოლო 90 დღეში 100%-იან სარგებელს. ამ შეთავაზებამ ბუმი გამოიწვია ხალხში, უამრავმა ადამიანმა გააკეთა ინვესტიცია პონცის ფირმაში , მოკლე ვადაში დიდი შემოსავლის მიღების მიზნით. ხალხის გადახდილი თანხები 10$ – 50000$ შორის მერყეობდა. პონციმ და მისმა თანამშრომლებმა ერთ კვირაში მილიონი დოლარი შეაგროვეს. კარადები, თაროები , უჯრები და საპირფარეშოც კი ინვესტორების ფულით იყო სავსე. ,,პონცის სქემა” შემდეგში მდგომარეობდა. პირველი ინვესტორი სარგებელს, მეორეს შენატანის ხარჯზე იღებდა , მეორე მესამის ხარჯზე, მესამე მეოთხის და ა. შ. ანუ იგებოდა ერთგვარი პირამიდა, რომელიც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელებულიყო, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად კრახით დამთავრდებოდა. ამ შემთხვევაში შედარებით ადრინდელი ინვესტორები მოგებული რჩებოდნენ, მაგრამ რაც უფრო გვიან იყო ინვესტიცია გაკეთებული, მით უფრო დიდი იყო ფულის დაკარგვის შანსი. პონციმ ეს სქემა ამერიკის რამდენიმე შტატში განახორციელა. ბოლო შტატი ტექსასი იყო, სადაც დააპატიმრეს და 14 წელი მიუსაჯეს. ამ თაღლითური სქემის მეშვეობით მან, არც მეტი არც ნაკლები, 10 მილიონი დოლარი შეაგროვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის იტალიაში დაბრუნდა და თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. მალე მუსოლინიმ იტალიის ახალ ავიახაზებში შესთავაზა მუშაობა. 1939-1942 წლებში ის რიო-დეჟანეიროს ფილიალს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ავიახაზები გაკოტრდა და პონცი სამსახურის გარეშე დარჩა. ცხოვრების ბოლო წლები მან ბრაზილიაში გაატარა და 1949 წელს, 67 წლის ასაკში სიღარიბეში, რიო დე ჟანეიროს ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მომზადებულია ვებ–გვერდის ucnauri.com მიხედვით