733
2013.04.18
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 18 აპრილისბრძანებისთანახმად, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა დაინიშნა. გამოცდა 18 მაისს დაიწყება და ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი - პროფესიულ ტესტირებას. საგამოცდო თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში):
საკონსტიტუციო სამართალი;
სამოქალაქო სამართალი;
სამოქალაქო სამართლის პროცესი;
ადმინისტრაციული სამართალი;
სამეწარმეო სამართალი;
ნოტარიატის შესახებ კანონი
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
CV;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ფერადი ფოტოსურათი;
გამოცდაზე მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის (150 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში).
საბუთების მიღება წარმოებს 16 მაისამდე ელექტრონული მისამართზე:trainingcenter@justice.gov.ge პროგრამა რეკვიზიტები