იწყება პროექტის განხორციელება „სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის ასპექტები“1240 2012.10.17
იწყება პროექტის განხორციელება „სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის ასპექტები“
საადვოკატო ბიურო OK & CG იწყებს პროექტის განხორციელებას„სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის ასპექტები“. პროექტი მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის თავისებურებების და სპეციფიკისადმი დაკვირვებასა პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და სამართალმცოდნეობის მაგისტრანტებს. პროექტში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ: 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა; 2. პუნქტუალობა; 3. შრომისმოყვარეობა; 4. მოტივაციის მაღალი დონე; 5. ანალიტიკური აზროვნება; 6. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 7. დეტალების მიმართ ორიენტირებულობა. პროექტის მონაწილეების შერჩევის პირველი ეტაპი მოხდება cv-ის საფუძველზე , მეორე ეტაპზე გასულ პირებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, რომლის შემდეგ შეირჩევიან პროექტის მონაწილეები. პროექტში მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი, პროექტის წარმატებით გავლის შემდეგ პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბერი. პროექტის ხანგრძლივობის ვადაა 3 თვე. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გამოგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზეinfo@myadvokat.ge