ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს1280 2013.04.19
ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს
ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგნეტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება. ამასთან, კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში კი, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობა და სამუშაო მიმართულებები. მათ შორის ერთ-ერთია "კანონით დადგენილი წესით ჯვრისწერის აღიარების განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი". "ინტერპრესნიუსი" აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაუკავშირდა. მეუფის თქმით, სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ჯვრისწერა ოფიაციალურად იყოს ცნობილი. "ამჟამად ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა არ არის ოფიციალური დოკუმენტი. საჭიროა, სახელმწიფომ აღიაროს იგი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. რამდენად სწარაფად არის ეს ყოველივე შესაძლებელი, ჯერ უცნობია. მუშაობის პროცესში გამოჩნდება. სამუშაო ჯგუფის პირველი შეკრება ჯერ დაგეგმილი არ არის", _ დასძინა მიტროპოლიტმა თეოდორემ. წყარო interpressnews.ge