მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5–19 ნოემბერს ჩატარდება887 2013.04.22
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5–19 ნოემბერს ჩატარდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5–19 ნოემბერს ჩატარდება. აღწერის შედგეად რამდენიმე სახის მონაცემები უნდა დაიდოს: მოსახლეობის რაოდენობა (ასაკობრივი და სქესობრივი შემადგენლობა) და განლაგება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; სამუშაო ძალის სიჭარბე; ოჯახური მდგომარეობა, განათლება, სასოფლო–სამეურნეო თუ სხვა ეკონომიკური აქტივობა, მიგრაცია. გამოკითხვა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 4–5 ნოემბრის შუაღამის 12 სააათი იქნება კრიტიკული მომენტი ანუ ამ მომენტის შემდეგ დაბადებულები და ამ მომენტამდე გარდაცვლილები არ აღირიცხებიან. მიმდინარე წელს დაიწყება პირველი ეტაპის საველე სამუშაოები, რაც გულისხმობს შენობების და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ შემოვლას თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინა მეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით.მონაცემთა დამუშავება, ანალიზი და პუბლიკაცია 2015–2016 წლებისთვის იგეგმება. საქსტატის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, მონაცემების შეგროვების მიზნით, მათთან მისულ საქსტატის წარმომადგენელს უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს განხორციელდა დასაქართველოს მოსახლეობამ დაახლოებით 4 მილიონ 300 ათასი შეადგინა.