1596
2012.10.17
ნიუ–იორკში ძალაში შევიდა კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ
ორი ასაკოვანი ქალბატონი ნიუ–იორკის შტატში პირველი წყვილი გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ ახლადმიღებული კანონით ისარგებლა. ამის შესახებ სააგენტრო Reuters იტყობინება.
ეს კანონი ნიუ–იორკის შტატის სენატმა 25 ივნისს მიიღო. შედეგად, ნიუ–იორკი აშშ–ის მეექვსე და ყველაზე მსხვილი შტატი გახდა, სადაც ერთსქესიანი ქორწინებაა ნებადართული. კანონპროექტს 33–მა ნიუ–იორკელმა სენატორმა დაუჭირა მხარი, 29 წინააღმდეგი იყო. შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ოფიციალურად 25 ივლისს შევიდა ძალაში, მაგრამ ახალდაქორწინებულთა დიდი სურვილის გამო ხელისუფლებამ მათ ნება დართო ერთი დღით ადრე მოეხდინათ ქორწინების რეგისტრაცია. კიტი ლამბერტი და შერილ რუდი, რომლებიც ორივე 50 წლის ასაკისანი არიან, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ცდილობდნენ დაქორწინებას. წინა ქორწინებებიდან ქალებს, საერთო ჯამში, 5 ზრდასრული შვილი ჰყავთ. გარდა ამისა, ახალდაქოწრინებულებს შვილიშვილებიც ჰყავთ. ერთსქესიანი ქორწინება აშშ–ში ასევე ნებადართულია მასაჩუსეტსის შტატში, კონექტიკუტში, აიოვაში, ნიუ–ჰემპშირში, ვერმონტში და კოლუმბიის ოლქში. ერთსქესიანი ქორწინება ასევე ლეგალიზებულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ესპანეთში, კანადაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პორტუგალიასა და ისლანდიაში, „ჰომოსექსუალური კავშირების“ ლეგალური ფორმები კიდევ 20–მდე ქვეყანაში არსებობს.