2013 წლის 26 აპრილი773 2013.04.26
2013 წლის 26 აპრილი
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო და ერთგულო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 26 აპრილია, პარასკევი და, შესაბამისად, სამუშაო კვირის დასასრული. სწორედ ამიტომ, საადვოკატო ბიურო OK & CG თქვენთან ერთად გადაავლებს თვალს განვლილ დღეებს, რომლებიც საინტერესო და სასიამოვნო სიახლეებით გამოირჩეოდა. გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ბიუროს ადვოკატი, ელენა გელაძე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ნოტარიუსად და ის ამიერიდან ნოტარიულ საქმიანობას განახორციელებს დაბა თიანეთში. რაც შეხებათ დანარჩენ ადვოკატებს, მათ გასულ სამუშაო კვირაში ცხრა სასამართლო პროცესი ჰქონდათ, მათ შორის ორი ახალციხის რაიონულ სასამართლოში.