აშშ-მარიხუანას შესახებ კანონს ამსუბუქებს1155 2012.10.17
აშშ-მარიხუანას შესახებ კანონს ამსუბუქებს
აშშ-ს კონექტიკუტის შტატმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მცირე რაოდენობით მარიხუანას ფლობა, გარკვეული პირობებით დაუშვა. ახალი კანონით, 15 გრამამდე მარიხუანას ფლობის შემთხვევაში, დაწესდება ჩვეულებრივი ჯარიმა — $150, განმეორებით შემთხვევაში — $200 ან $500. 21 წლამდე დამრღვევებს კი დამატებით — მართვის მოწმობაც ჩამოერთმევათ 60 დღით, ანუ იგივე, რაც ხდება ამ შტატში არასრულწლოვანის მიერ სასმელის ფლობის შემთხვევაში. ძველი კანონით, მარიხუანას ფლობა დანაშაულად ითვლებოდა და ციხითაც კი ისჯებოდა, ხოლო ჯარიმა $1 000 დან $3 000 მდე მერყეობდა. ახალი, შემსუბუქებული კანონი, სამართალში რეფორმად მიიჩნიეს.