2013 წლის 30 აპრილი790 2013.04.30
2013 წლის 30 აპრილი
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო! საადვოკატო ბიურო OK & CG ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დღეს ჩვენს ადვოკატებს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვან დავაზე ჰქონდათ სასამართლო პროცესი. აღნიშნული დავა მემკვიდრეობის საკითხს ეხება და უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი ბიურო ცოტა ხნის წინ ჩაერთო საქმეში. OK & CG–ის ადვოკატები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და იმედოვნებენ, რომ დავა ჩვენი მარწმუნებლის სასარგებლოდ გადაწყდება. როგორც ვიცით ეს კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მორწმუნეებისათვის. ვნების შვიდეული წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში.ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.საადვოკატო ბიურო OK & CG ყველა მართლმადიდებელს უსურვებს ღირსეულად გაეტარებინოს ვნების შვიდეული და სულიერად სათანადოდ მომზადებულები შეხვედროდნენ მაცხოვრის აღდგომას.