საჯარო დისკუსიები აბორტის აკრძალვის თემაზე1154 2013.05.08
საჯარო დისკუსიები აბორტის აკრძალვის თემაზე
"საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" ეხმაურება მიმდინარე აქტუალურ საკითხს, რომელიც შეეხება აბორტის აკრძალვის თემას და ვიდრე "2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი" ოფიციალურად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას ამ საკითხზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება საჯარო დისკუსიები, რომელსაც მოდერაციას გაუწვევენ 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონული წარმომადგენლობები. საჯარო დისკუსიების ფარგლებში მოწვეული იქნებიან საკითხის ირგვლივ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუმრები და აუდიტორია, რომელიც მომხსენებლების პარალელურად აქტიურად იქნება ჩართული თემის განხილვის პროცესში. რეგიონული დისკუსიების შემდეგ ქალაქ თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა-დისკუსია, სადაც მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილება რეგონში გამართული დისკუსიის შედეგები. დისკუსიები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ✱ ბათუმი - 8 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; ✱ ქუთაისი - 8 მაისი, 16:30 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; ✱ გორი - 10 მაისი, 15:00 საათი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; ✱ თელავი - 10 მაისი, 16:00 საათი, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; ✱ რუსთავი - 10 მაისი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; ✱ საგარეჯო - 10 მაისი, 14:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;