დაკავებულია რომის პაპის ორეული842 2013.05.13
დაკავებულია რომის პაპის ორეული
რომის პოლიციამ გარდაცვლილი პაპის, იოანე პავლე მეორეს ორეული დააკავა. პონთიპიკოსის სამოსში გამოწყობილი 55 წლის სლოვაკი ემიგრანტი კოლიზეუმის სიახლოვეს ბიბლიით ხელში იჯდა და თანხის სანაცვლოდ ტურისტებს სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სთავაზობდა. ის სხვისი ტიტულის უკანონოდ მითვისების ბრალდებით დააპატიმრეს, რაც იტალიაში კანონით ისჯება. პაპის ორეული ამჯერად თავისუფალია, თუმცა 1000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. კოლიზეუმის ახლოს ტურისტებთან ფასიან სამახსოვრო ფოტოებს შესაფერის კოსტიუმებში გამოწყობილი "გლადიატორები", "ცენტურიონები" და სხვა ისტორიული პირებიც იღებენ, რაც დანაშაულად არ ითვლება. წესრიგის დამცველების თქმით, სლოვაკს რომ ტუტანჰამონის იმიჯი მოერგო, კანონთან პრობლემა არც მას შეექმნებოდა. წყარო www.ambebi.ge